ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების სერვისი მოიცავს პროექტზე შესაძლო გავლენის მქონე ყველა ფაქტორის და ყველა საჭირო რესურსის ანალიზს იმისათვის, რომ განისაზღვროს პროექტის პოტენციალი და ღირებულება, რომელსაც პროექტი დასრულების შემდეგ შეიძენს.
გეგმა-გრაფიკის მომსახურება გულისხმობს პროექტის განხორციელებითვის საჭირო დროისა და რესურსების განაწილების გეგმის შემუშავებას და მართვას, მთლიანობაში პროექტის ეფექტურობისა და დროული შესრულებების უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტების მართვის მომსახურება გულისხმობს პროექტის დოკუმენტ-ბრუნვის ცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც მოიცავს საპროექტო დოკუმენტაციას, სპეციფიკაციებს, ხელშეკრულებებს, იმისათვის რომ პროექტის მართვის ყველა მონაწილეს ქონდეს პროექტის უახლეს და სწორ დოკუმენტაციასთან წვდომა.
რისკების მართვა მოიცავს პროექტის ფინანსური, ტექნიკური, გარემოსთან დაკავშირებული, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორებით განპიობებული რისკების გამოვლენას და მათ ეფექტურ მართვას.
სიემსი ახორციელებს დადგენილი პროცესების იმპლემენტაციის კონტროლს და კოორდინაცის და შესაბამისი ზომების მიღებას თანამშრომლების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ასევე პოტენციური რისკების აღმოფხვრას და გარემოს დაცვის რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით.
სიემსი უზრუნველყოფს პროექტის ხარჯების ოპტიმიზაციას საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო მეთოდების ანალიზის გზით ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობების გამოსავლენად.
სიემსი უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტის ყველა ასპექტის ხარისხის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს, რომელიც ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის პროტოკოლების, ინსპექტირების ტესტების, რეგულარული შემოწმებების ჩატარების და მაკორექტირებელი ქმედებების ჩატარების გზით და ზემოაღნიშნული პროცესების დეტალური დოკუმენტაციისა და ანგარიშგების მიწოდებით.
სიემსი უზრუნველყოფს დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემუშავებაა, რომელიც ასახავს პროექტის განსახორციელებლად საჭრო ადამიანური რესურსის, მასალების, ტექნიკის, გადასახადების ჩამონათვალს და ღირებულებებს.
ტენდერების მართვა მოიცავს სატენდერო პაკეტების შექმნა, ტენდერის მონაწილეთა პრე-კვალიფიკაცია, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება პროექტის მახასიათებლების და მოთხოვნების გათვალისწინებით, ტენდერის პროცესის მართვა, მიღებული შემოთავაზებების ანალიზი გამარჯვებულის გამოსავლენად და მხარდაჭერა კონტრაქტების გაფორმებაში.
სიემსი უზრუნველყოფს საპროექტო გუნდების კოორდინაციას, ბიუჯეტის საკითხების მართვას, ხარისხის შესაბამისობის კონტროლს, დისციპლინათა შორისი შეუსაბამობების აღმოჩენას და აღმოფხვრას პროექტირების ეტაპზე, პროექტის მოთხოვნების შესაბამისი და ეფექტური პროექტის შესაქმნელად.
სიემსი უზრუნველყოფს სამშენებლო მოედნის მენეჯმენტს და ყველა დისციპლინის ქმედებების ზედამხედველობას, იმისათვის რომ მოხდეს სამშენებლო პროექტის დადგენილ ვადებთან, გეგმებთან და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
სიემსი გთავაზობთ კლიენტის წარმომადგენლობას სრული პროექტის მსვლელობის მანძილზე, რომელიც მოიცავს პროცესების დაგეგმვას, გენ-კონტრაქტორისა ან 5 ქვეკონტრაქტორამდე კოორდინაციას, ბიუჯეტირებას, კომუნიკაციას პროექტის ყველა ეტაპზე: დაგეგმვა, აღსრულება, დახურვა.