იდეიდან შესრულებამდე
ჩვენ ვართ ინჟინრები ბიზნეს აზროვნებით
სიემსი- სამშენებლო პროექტების მართვის კომპანიაა, რომელიც ჩაფიქრებული შედეგის მისაღწევად ყველა შესაძლო გზით გვერდში გიდგას და არასდროს მიგატოვებს. ჩვენ ვართ თარჯიმნები ბიზნესსა და ტექნიკურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შორის.
სიემსი – საქართველოში სამშენებლო პროექტების მართვის პირველი და ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაარსდა. ჩვენს პორტფელში 150-ზე მეტი დასრულებული და 20-მდე მიმდინარე შთამბეჭდავი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 3 მილიარდ დოლარს აჭარბებს. სიემსის პროექტებს 100-ზე მეტი პროფესიონალი მართავს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი მასშტაბური პროექტის განხორციელება.
საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, სიემსის ძირითადი მომსახურებებია: მშენებლობის დაგეგმვა, წინა სამშენებლო ეტაპის მენეჯმენტი, საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია, მშენებლობის მართვა, პროექტის რისკების მართვა, ხარჯების ოპტიმიზაცია, სატენდერო პროცესების მართვა, გეგმა-გრაფიკის შემუშავება და მართვა, კონტრაქტების მართვა, ბიუჯეტირება, ხარჯთაღრიცხვა და სხვა.
სიემსი ციფრებში
პირველი ქართული სამშენებლო პროექტების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც გავიდა საერთაშორისო ბაზარზე 2019 წელს
150-ზე მეტი წარმატებულად დასრულებული პროექტი
პროექტების ჯამური სამშენებლო მოცულობა 5 მილიონი m²
120-ზე მეტი გამოცდილი პროფესიონალი
პარტნიორობა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო პროექტების მენეჯმენტ კომპანია KVL-თან
მიმდინარე პროექტები საქართველოში, სომხეთში, სერბეთში
ახალი სამიზნე ბაზრები: აშშ, უზბეკეთი, გაერთიანებული საემიროები
ჩვენი ისტორია
2009 წელს კომპანიამ თავისი პირველი პროექტი განახორციელა-
5 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის პროექტის ზოგადი დაგეგმვა, მშენებლობის კოორდინაცია და მენეჯმენტი, ვადებისა და ბიუჯეტის მართვა და ყველა სუბკონტრაქტორის ზედამხედველობა უზრუნველყო. ახალი საკასო ცენტრის მშენებლობაში შეტანილი წვლილით სიემსიმ მონაწილეობა მიიღო ქვეყნის ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
2009-2012 მიღებული გამოცდილება და წარმატებით დასრულებული პროექტები აყალიბებს სიემსის სანდო პარტნიორად თავისი დამკვეთებისთვის
2012-2018 – სიემსის თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა, წარმატებით დასრულებული პროექტების რიცხვი კი იზრდება.
2019 წლიდან KVL-სა და CMC-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა გერმანული და ქართული მშენებლობის მენეჯმენტისა და საინჟინრო კომპანიების ალიანსი, რომელიც აერთიანებს ჯამში 30 წლიან გამოცდილებასა და 400-ზე მეტ პროფესიონალ თანამშრომელს.
2021 წელს, CMC-მ დააფუძნა კომპანია CMC International და გახსნა პირველი ფილიალი საერთაშორისო ბაზარზე ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში.
2022 წლიდან სიემსი კომპანია წარმატებით ახორციელებს სამშენებლო პროექტების მართვას სომხეთსა და სერბეთში.
ბრენდის დანიშნულება:
შესაძლებელი გავხადოთ შთამბეჭდავი სამშენებლო ჩანაფიქრების რეალობად ქცევა
ბრენდის მისია:
შევქმნათ სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების თანამედროვე, თვითმყოფადი სისტემა
ბრენდის ხედვა:
(არაპროფესიონალისთვისაც კი) მარტივად აღქმადი, გასაგები მშენებლობის პროცესი