სიემსის კიდევ ერთი წარმატება და კიდევ ერთი ახალი ჯილდო

463427670 1100472452085432 5366094160626941011 n

სიემსის კიდევ ერთი წარმატება და კიდევ ერთი ახალი ჯილდო

12 ოქტომბერს ბათუმში, უძრავი ქონების მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელსაც სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, რამონ რიერა და FIABCI-ის ევროპის პრეზიდენტი, ფელიჩე ტუფანო.
ღონისძიების ფარგლებში ჩვენი გუნდის მიერ შესრულებულმა პროექტმა, „რედისონ რედ თბილისმა“, ოქროს ჯილდო მოიპოვა სასტუმროს კატეგორიაში. გარდა დაჯილდოებისა, ფორუმზე განიხილეს უძრავი ქონების თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებებით.
 CMC – 15 წელი უნიკალური იდეების გვერდით
463729812 1100472458752098 3852552521627728750 n463397459 1100471688752175 7472683592895847945 n
UP