
CMC-ის როლი სამშენებლო პროექტებში
სამშენებლო სამუშაოების დაწყება, რთული და კომპლექსური საქმეა, რომელიც უამრავ მცირე დეტალსა და ნიუანსს მოიცავს. ნებისმიერი წარმატებული პროექტის საფუძველი მშენებლობის მთლიანი პროცესის ეფექტური მენეჯმენტია – დისციპლინა, რომელიც პროექტების დროულად დასრულებას უზრუნველყოფს, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით. აი, სწორედ აქ ერთვება CMC საქმეში და გთავაზობთ სერვისების ფართო სპექტრს, თქვენი პროექტის საწყისი კონცეფციიდან მის საბოლოო წერტილამდე მისაყვანად.
CMC-ის როლი სამშენებლო პროექტებში
CMC 2009 წელს დაარსდა თბილისში და უკვე 150-ზე მეტ დასრულებულ და 20 მიმდინარე პროექტს ითვლის. CMC-ის პორტფოლიო მოიცავს პროექტებს საქართველოს, სომხეთისა და სერბეთის მასშტაბით. ჩვენი გუნდი, რომელიც 120 გამოცდილი პროფესიონალისგან შედგება, დახელოვნებულია სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტების მართვაში.
CMC-ის მთავარი როლია იმოქმედოს დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით. მართოს და კოორდინაცია გაუწიოს ქვეკონტრაქტორებს. ეს მიდგომა გამორიცხავს დროისა და ფინანსების არასაჭირო ხარჯვას, შესაბამისად უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ხარჯების ეფექტურობას, მთელი პროექტის განმავლობაში.
CMC გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც მორგებულია თითოეული სამშენებლო პროექტის უნიკალურ საჭიროებებზე. აქ არის ჩვენი ძირითადი სერვისების ჩამონათვალი:
- მშენებლობის მართვა
- პროექტის მენეჯმენტი
- მშენებლობის ზედამხედველობა
- დიზაინ მენეჯმენტი
- დიზაინ რევიზია
- ტენდერების მართვა
- ხარჯთაღრიცხვა
- ბიუჯეტირება
- ხარისხის კონტროლი
- ხარჯების ოპტიმიზაცია
- შრომის უსაფრთხოება
- რისკების მართვა
- დოკუმენტების მართვა
- გეგმა-გრაფიკის მართვა
- კონტრაქტების მართვა
- სესხის მონიტორინგი
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება
- პროექტის კომპლექსური ანალიზი
- დეფექტების შეტყობინების პერიოდი
იდეიდან შესრულებამდე, ანუ როგორ მოაქვს CMC-ის წარმატება თქვენი პროექტისთვის
არ აქვს მნიშვნელობა, პირველი პროექტის აშენებას იწყებ თუ უკვე გაქვს გამოცდილება, ეს პროცესი ყოველ ჯერზე სავსეა სირთულეებით.
სწორედ ამიტომ, გამოცდილი პარტნიორის ყოლა საუკეთესო არჩევანია. CMC სპეციალიზებულია სამშენებლო პროექტების თავდაპირველი იდეიდან მის საბოლოო შედეგამდე მიყვანაში. პროფესიონალური მიდგომის გამოყენებით, რომელიც ფოკუსირებულია გამჭვირვალობაზე, ხარისხზე და კლიენტის წარმატებაზე, ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს წარმატებას.
CMC-ის ძირითადი პრაქტიკა სამშენებლო პროექტის სწორად მართვა და დამკვეთისთვის საქმის შემსუბუქებაა.