როგორ ვმუშაობთ

ჩვენ ვმართავთ პროცესს. ვამოწმებთ შედეგს. ორივეს შესახებ ანგარიშს გაწვდით.

ჩვენი როლი თქვენს პროექტში

ჩვენი პროდუქტი დამოუკიდებლობაა

CMC დამკვეთის ინტერესების დასაცავად ერთვება პროექტში. პროექტის მონაწილეებთან ყველა ხელშეკრულებას უშუალოდ დამკვეთი აფორმებს, CMC-ს არ აქვს კომერციული კავშირი არცერთ იმ მხარესთან, რომლის საქმიანობასაც ზედამხედველობს. სწორედ ეს დამოუკიდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ობიექტურად გავზომოთ და შევაფასოთ შესრულებული სამუშაო, მიუკერძოებლად ვმართოთ პროცესი და დამკვეთს ზუსტი ანგარიშგება მივაწოდოთ.

01

ვზომავთ

ვადასტურებთ მხოლოდ იმას, რაც თავად გავზომეთ

02

ვამოწმებთ

ვაფასებთ ნახაზებს, რომლებიც ჩვენ არ შეგვიქმნია

03

ვაანგარიშებთ

გეუბნებით იმას, რასაც აღმოვაჩენთ

04

ვმართავთ

კონტრაქტს მიუკერძოებლად ვუძღვებით

სამშენებლო პროექტების უმეტესობაში ჩართული მხარეების კომერციული მიზნები ყოველთვის არ ემთხვევა დამკვეთის ინტერესებს. CMC გამონაკლისია — ჩვენი მიზანი სრულ თანხვედრაშია თქვენს ინტერესებთან.
ჩვენი როლი თქვენს პროექტში
გუნდი თქვენი პროექტისთვის

ერთი პროექტ-მენეჯერი. მის უკან — სრული გუნდი.

თქვენ გაქვთ ურთიერთობა ერთ პროექტ- მენეჯერთან — თქვენი პასუხისმგებლობის ერთადერთ წერტილთან. მის უკან, პროექტის მასშტაბის შესაბამისად, დგას სპეციალისტების გუნდი: დიზაინ-მენეჯერი, ხარჯთაღმრიცხველი, გრაფიკის სპეციალისტი, ობიექტის ზედამხედველი, QA/QC მენეჯერი, HSE ოფიცერი, დოკუმენტბრუნვის კონტროლიორი და კონტრაქტის ადმინისტრატორი.

რა ხვდება თქვენს მაგიდაზე

ანგარიშგება ციკლით და არა მოთხოვნით

01

ყოველდღიური

ობიექტის ანგარიში — ამინდი, თანამშრომელთა რაოდენობა, შესრულებული სამუშაო, ფოტოები, ინციდენტები

02

ყოველკვირეული

პროგრესის ანგარიში — დასრულებული სამუშაოები, პრობლემები და რისკები რეკომენდაციებით

03

ყოველ ციკლში

გადახრების ანალიზი და კრიტიკული გზა — სად არის პროექტი გეგმასთან შედარებით

04

ყოველთვიური

მმართველობითი ანგარიში — ძირითადი სამუშაოები, რისკები, გრაფიკი, ფინანსური ანალიზი

05

ეტაპებზე

რეგისტრირებული და დათარიღებული გადახდის სერტიფიკატები, ცვლილებებისა და ინსპექტირების ჩანაწერები

როგორ კონტროლდება თქვენი ფული

ყველა გადახდა დასტურდება გაზომილი მოცულობებით

01

კონტრაქტორი წარადგენს

შესრულებული სამუშაოს აქტი

02

ვზომავთ დამოუკიდებლად

მოცულობები ნახაზებიდან და ობიექტიდან

03

ვამოწმებთ

განაცხადი ედრება ჩვენს გაზომვას

04

ვადასტურებთ

ხელს აწერს PM, ადასტურებს ფინანსური

05

თქვენ იხდით

სერტიფიკატის და არა განაცხადის საფუძველზე

06

ვპროგნოზირებთ

ხდება ფულადი ნაკადისა და ბიუჯეტის განახლება მომდევნო პერიოდისთვის

როგორ მოწმდება ხარისხი

მასალის ოთხი კარიბჭე

01

მასალის დამტკიცება

სერტიფიკატები და ნიმუშები — დამტკიცება უსწრებს შესყიდვას

02

მასალა ობიექტზე

მიწოდება მოწმდება დამტკიცებულთან — დამტკიცება უსწრებს გამოყენებას

03

ინსპექტირება მონტაჟის შემდეგ

მეთოდი, ზომა, მდებარეობა — ინსპექტირება უსწრებს დაფარვას

04

ტესტირება და გაშვება

სისტემები მოწმდება ცალ-ცალკე და ერთობლივად, შედეგები კი დოკუმენტურად დასტურდება.

სტანდარტები

ხუთი ჩარჩო, შეთანხმებული თავიდანვე

საქართველოს ტექნიკური ნორმები

ვაფიქსირებთ, რომელი სტანდარტი მართავს თითოეულ დისციპლინას

FIDIC

წიგნს, გამოცემასა და კონკრეტულ პირობებს თავიდანვე ვაფიქსირებთ

RIBA

დიზაინის ეტაპებს ვუთანხმებთ თქვენს გადახდის ეტაპებს

RICS

გაზომვის საფუძველს ტენდერშივე ვდებთ

ISO 9001 · 45001 · 14001

ხარისხის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი კონტროლი სერტიფიცირებული მართვის სისტემების შესაბამისად ხორციელდება

ავაშენოთ სიცხადით

გვითხარით, რა ეტაპზეა თქვენი პროექტი — ჩართვა ნებისმიერ ეტაპზე შეგვიძლია, მიწის შეძენამდეც კი.

დაგვიკავშირდით