ENG GEO
SHARE

როგორ გავხდე სიემსის გუნდის წევრი

მოხარული ვიქნებით, თუ თქვენი შესაძლებლობების პირადად გაცნობის საშუალება მოგვეცემა, ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა:

გამოგვყვეთ სოციალური მედიის გვერდებზე და თვალი ადევნოთ სიახლეებსა და ვაკანსიებს
გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე
ატვირთოთ თქვენი რეზიუმე ჩვენ ვებ გვერდზე

ვის ვეძებთ

ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი შედეგი მიღწევადია, თუ სურვილი და მოტივაცია არსებობს. ეს დარწმუნებულობა/რწმენა კი გვაქვს გამოცდილებიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურად ადასტურებენ ჩვენი გუნდის წევრები. შესაბამისად, ჩვენ არ ვეძებთ რეზიუმეებს, ჩვენ ვეძებთ ძლიერ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის და თვლიან, რომ გამოწვევების გარეშე განვითარება შეუძლებელია. ვისთვისაც მნიშვნელოვანია დინამიური და სწრაფად ცვალებადი გარემო და მუდმივად ისწრაფვიან საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის. შესაბამისად, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ მოტივირებულ კანდიდატებზე, რომლებიც მუშაობის პროცესში აღმოაჩენენ საკუთარ ტალანტსა და ინტერესებს, რაც ჩვენი მხრიდან სრულად მხარდაჭერილია.

რატომ სიემსი

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენი გუნდის თითოეული წევრია, შესაბამისად მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლებზე და ვთვლით, რომ ზრუნვა პირველ რიგში გამოიხატება მათი განვითარების ხელშეწყობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლებისთვის განვითარების პროგრამებს, ყველაზე მეტ გამოცდილებას ჩვენთან მიიღებთ სამუშაო პროცესში, სადაც ყოველდღიურად აღმოჩენების კეთება და ახლებურად ხედვა გვიწევს.

ადრეული კარიერა

გამოცდილი თანამშრომლების პარალელურად სიემსი მუდმივად ეძებს ახალგაზრდა, მოტივირებულ კანდიდატებს გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის, დღეს კომპანიას ჰყავს ბევრი წარმატებული თანამშრომელი, რომელთაც კარიერა სტაჟორის პოზიციით დაიწყეს. ჩვენთან თქვენ იძენთ ძლიერ საორგანიზაციო და საკომუნიკაციო უნარებს, გაქვთ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის შესაძლებლობა, სწავლობთ სტრატეგიულ დაგეგმვას, საქმეთა პიორიტეტებად დახარისხებას და მათ ვადებში შესრულებას და ეს ყველაფერი ჩვენთან მიღებული გამოცდილების არასრული ჩამონათვალია. კომპანიის სწრაფ განვითარებასთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრების კარიერაც სწრაფად ვითარდება, რისი არა ერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს:

რას გთავაზობთ

სიემსიში მუშაობა საინტერესოა მისი მრავალმხრიობის გამო, რაც დინამიურ გარემოში სწავლისა და სხვადასხვა მიმართულებით თვითგანვითარების საშუალებას იძლევა. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული და ღია გარემო, დატვირთულ სამუშო პროცესთან იდეალურად შერწყმული განტვირთვის სხვადასხვა საშუალებები. რაც შეეხება ბენეფიტებს, ჩვენთან ამ მიმართულებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ანაზღაურებადი შვებულების გარდა ჩვენს თანამშრომლებს აქვთ საშუალება წელიწადში ისარგებლონ დამატებითი 12 თავისუფალი დღით და დააბალანსონ სამსახური და პირადი ცხოვრება. ისარგებლონ ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტით, სატელეფონო და საწვავის ლიმიტებით და მიიღონ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი წლიური ბონუსი, რომელიც კომპანიის განვითარებაში შეტანილი, მათი წვლილის პროპორციულია.