ENG GEO

ჩვენ შესახებ

CMC: მშენებლობის სწორი მენჯემენტი

CMC საქართველოში მშენებლობის მენეჯმენტის პირველი და ყველაზე დიდი კომპანიაა, მისი ისტორია კი უკვე ათწლეულს ითვლის. კომპანიის პორტფოლიო 77 დასრულებულ და 18 მიმდინარე პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანიის წარმატების გასაღები კი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდია, რომელსაც მასშტაბის და სირთულეების არ ეშინია.

ისტორია:

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, სამშენებლო ბიზნესში, უკვე მრავალი წელია არსებობს პრაქტიკა, როდესაც, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის სამშენებლო, საორგანიზაციო, ფინანსურ თუ ტექნიკურ მხარეებს ორგანიზებასა და მონიტორინგს შუალედური კომპანიები უწევენ, რაც დამკვეთს ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაციაში ეხმარება.

თითქოს ჩნდება კითხვა, რა საჭიროა შუამავალი, როდესაც არსებობს დამკვეთი და არსებობს შემსრულებელი კომპანია? თითოეულ პროექტში უამრავი ტექნიკური და არა ტექნიკური დეტალია, რომელთა დამკვეთის ინტერესების შესაბამისად მართვა, ძალიან დიდ დროს, კვალიფიკაციას, გამოცდილებასა და ენერგიას მოითხოვს.

CMC-ს ისტორია 2009 წლიდან იწყება, როდესაც ორმა მეგობარმა, სამშენებლო სფეროში მრავალწიანი გამოცდილებით, საკუთარი კომპანიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და მიზნად დაისახა ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის პროექტი დაგეგმილ ვადასა და ბიუჯეტში, უმაღლესი ხარისხით შეესრულებინა.

პირველი პროექტი:

CMC-მ პირველი გამოწვევა 2009 წელს მიიღო, როდესაც საქართველოს ეროვნულ ბანკსა და მის სამშენებლო კონტრაქტორს შორის შუალედური კომპანია გახდა და 5 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ეროვნული ბანკის საცავის სრულყოფილი პროექტი შექმნა. ამას მოყვა იუსტიციის სამინისტროს პროექტი, შემდგომ   იუსტიციის სახლები და ბევრი სახელმწიფო თუ კერძო ინვესტიციით აშენებული ობიექტი. ამჟამად CMC მუშაობს სამრეწველო, კომერციულ, ინდუსტრიულ, ინფრასტრუქტურულ, ურბანული განვითარების, საცხოვრებელ და სხვა სახის პროექტებზე. 

2009-დან 2012 წლამდე ეს ყველაფერი 24 საათიანი შრომის ხარჯზე ხდებოდა, იყო შეცდომებიც და გროვდებოდა დიდი გამოცდილებაც. 2012-დან 2014 წლამდე იყო ერთგვარი სტაბილურობის ფაზა, რასაც 2014 წლიდან კომპანიის ინტენსიური განვითარების ეტაპი მოჰყვა და CMC გაცილებით დიდ გამოწვევებსაც შეეჭიდა. დღეს კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 90-ს აჭარბებს და მისი ზრდა ისევ გრძელდება. საქართველოს შემდეგ, კომპანია რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. 

უპირატესობა:

კომპანიის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობაშია. სიემსის შესწევს უნარი არსებულ სიტუაციას მაქსიმალურად შეეწყოს და საქმესაც დამკვეთის პერსპექტივიდან შეხედოს, საკუთარ თავზე კი გარკვეული რისკებიც აიღოს -  ეს CMC-ის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქმის დათქმულ ვადაში და ბიუჯეტით ჩაბარებას ანიჭებს. დამკვეთის სურვილის შემთხვევაში კომპანია იწვევს უცხოელ სპეციალისტებს,  სასტუმროს ოპერატორებსა და არქიტექტორებს. CMC წარმატებით თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტებთან, როგორებიცაა EBRD, OPIC და IFC. ასევე კომპანიას აქვს  მუშაობის გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კონტრატქებზე, როგორიცაა FIDIC და EPC Turnkey.

გამოწვევა:

კომპანიის მთავარი გამოწვევა კვალიფიციური სპეციალისტების მოძიებაა. გარდა იმისა, რომ კვალიფიციური კადრების არსებობის შემთხვევაში გაცილებით მეტი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებობს რეგიონებში გასვლის მოთხოვნაც. 

ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალი კადრების გაზრდაზე. პერმანენტულად მიმდინარეობს მათი გადამზადება და ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ტრეინინგებსა თუ  საერთაშორისო ღონისძიებებში.

CMC მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისმა მომსახურებამ სამშენებლო ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას შეუწყო ხელი - გაიზარდა როგორც ჩვენი, ასევე კონტრაქტორების თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონე. 

წარმატების ფორმულა:

კომპანიის წარმატებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს, იქნება ეს გამოცდილება, კვალიფიკაცია თუ სხვა შიდა ან გარე ფაქტორები; თუმცა, მთავარი და უმნიშვნელოვანესი, რამაც სიემსის წარმატება განაპირობა, საქმისადმი თავდადება და გუნდურობის პრინციპია. როდესაც კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ეს ორი ფაქტორი არსებობს, მაშინ ყველაზე რთული გამოწვევების დაძლევაც კი შესაძლებელია. 

გეგმები:

2018 წელს კომპანიის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გასულიყვნენ კომპანიის ყოველდღიური მენეჯმენტიდან და მისი მართვა იქ დასაქმებული მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისთვის გადაებარებინათ, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოს მშენებელობას უდგანან სათავეში. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ იდეამ გაამრთლა, კომპანიის ახალგაზრდა მენეჯმენტი წლიდან წლამდე წარმატებით ასრულებს რთულ პროექტებს და ხელშესახები შედეგებიც აქვს. 

კომპანიის ზრდასთან ერთად ვითარდება მისი კორპორატიული კულტურაც, ხდება ბიზნეს პროცესების უკეთ ორგანიზება და საქმიანობის სტანდარტიზება. CMC-ს განვითარების გეგმის შემდეგი მიზანია ბიზნეს პროცესებისა და სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია, რაც გარდაუვალია ხელოვნური ინტელექტის ერაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს დაგვეხმარება კომპანიის რესურსის გამოყენებით გაცილებით მეტი პროექტი ვმართოთ. შესაბამისად, ჩვენს საექსპერო მომსახურებას ბევრად უფრო მეტი დამკვეთი მიიღებს.

სითიზენი

თბილისი

ბათუმის სტადიონი

ბათუმი, საქართველო

ბანკი ეისიბიეი

ერევანი, სომხეთი

რედისონ რედ

თბილისი, საქართველო

თიბისი ბანკის სათაო ოფისი

თბილისი, საქართველო

საქართველოს ბანკის სათაო ოფისი

თბილისი, საქართველო

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი

თბილისი, საქართველო

იუსტიციის სახლი თბილისში

თბილისი, საქართველო

STEPS

ბათუმი, საქართველო

IBIS BUDGET TBILISI CENTER

თბილისი, საქართველო

გალერია თბილისი

თბილისი, საქართველო

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

თბილისი, საქართველო