ცენტრ პოინტის საცხოვრებელი კომპლექსების რეაბილიტაცია
სიემსის მომსახურება
ცენტრ პოინტის საცხოვრებელი კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტისთვის სიემსიმ უზრუნველყო ბიუჯეტირების, ტენდერების მართვის და სამშენებლო მოედნის ზედამხედველობის მომსახურება.
ბიუჯეტირების მომსახურება მოიცავდა ფინანსური დოკუმენტის შექმნას, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ სახსრებს პროექტის განსახორციელებლად.
ტენდერების მართვის სერვისი გულისხმობს სატენდერო პაკეტების შექმნას, ტენდერის მონაწილეთა პრე-კვალიფიკაციაა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას პროექტის მახასიათებლების და მოთხოვნების გათვალისწინებით, ტენდერის პროცესის მართვას, მიღებული შემოთავაზებების ანალიზს გამარჯვებულის გამოსავლენად და მხარდაჭერას კონტრაქტების გაფორმებაში.
სამშენებლო მოედნის მენეჯმენტი და ყველა დისციპლინის ქმედებების ზედამხედველობა, იმისათვის რომ მოხდეს სამშენებლო პროექტის დადგენილ ვადებთან, გეგმებთან და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
- ბიუჯეტირება
- ტენდერების მართვა
- სამშენებლო მოედნის ზედამხედველობა