სიემსი ISO სერტიფიცირებულია ხარისხის მართვის სისტემებში!
2024 წლის დასაწყისში სიემსის მენიჭა ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015 – რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემას.
ISO 9001:2015 წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის სისტემას, რომელიც დაეხმარება სიემსის მუდმივად გააუმჯობესოს პროცედურები და დანერგოს ბაზარზე საერთაშორისო დონის მომსახურების ხარისხი.
როგორც სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია, ჩვენ ვიაზრებთ ხარისხის კონტროლისა და მართვის მნიშვნელობას ორგანიზაციის ყოველდღიურ პროცესებში. ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2015 უმნიშვნელოვანესია კომპანიის მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ბიზნეს პროცესების გამართულობის უზრუნველსაყოფად. ამიტომაც 2023 წლის რამდენიმე თვის მანძილზე კომპანიაში მოხდა ძირითადი პროცესების სტანდარტებისა და პროცედურების გაწერა, რომელიც შემოწმდა საერთაშორისო მასერტიფიცირებელი კონსულტანტის მიერ.
სიემსიში ISO სერტიფიცირება მოხდა USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, რის შედეგადაც კომპანიას თანამშრომლობის სერტიფიკატი გადაეცა.