თანამშრომლობის მემორანდუმი

თანამშრომლობის მემორანდუმი

სამშენებლო კომპანია – ანაგი, არქიტექტურულ კომპანია – არტსტუდიო პროექტი და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია – სიემსი კიდევ ერთხელ აერთიანებენ ძალებს სამშენებლო სექტორის განვითარებისთვის.

422708739 912754484190564 3305853147091421469 n

23 თებერვალს სამშენებლო კომპანია – ანაგს, არქიტექტურულ კომპანია – არტსტუდიო პროექტსა და სამშენებლო პროექტების მართვის კომპანია – სიემსის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთობლივი შეთანხმებით, კომპანიებმა დააანონსეს სამომავლო პროექტი, რომლის მართვას, პროექტირებას და მშენებლობას ერთობლივად, BIM-ის გამოყენებით გეგმავენ.

423249890 912757470856932 1358443286879599432 n

BIM ანუ Building Information Modeling საშუალებას იძლევა სამშენებლო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე მშენებლობაში ჩართულმა მხარეებმა იხილონ პროექტი 3D მოდელში.

“BIM-ი პირველ ნაბიჯებს დგამს საქართველოში, ხოლო მისი დანერგვა და განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორი განვითარდეს საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად “- აცხადებს ირაკლი ბერიძე, სიემსის აღმასრულებელი დირექტორი.

BIM-ის დახმარებით პროექტში შეტანილი ყველა ცვლილება თუ გაწეული სამუშაოები ისახება რეალურ რეჟიმში და ხელმისაწვდომია არქიტექტორებისთვის, ინჟინრებისთვის, კონსტრუქტორებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის და მშენებლებისთვის, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო პროექტის ეფექტურად წარმართვას.
422963952 912754687523877 5403946116764114775 n

,,მსოფლიო პროექტირების სფეროში BIM ტექნოლოგია საუკეთესო პრაქტიკის ერთერთი განუყოფელი კომპონენტია, რომელსაც ჩვენი არქიტექტურული სტუდია, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს.” – აცხადებს არტსტუდიო პროექტის აღმასრულებელი დირექტორი – არქიტექტორი ოთარ სულაბერიძე – “პროექტირების კუთხით BIM-ი საგრძნობლად ამარტივებს და ინტერაქტიულს ხდის პროცესს. სხვადასხვა სპეციალისტების კოლაბორაცია და ყველა მხარის ჩართულობა კი, რაც BIM-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, დადებითად აისახება სამუშაოს შესრულების დროსა და ფინანსურ ნაწილზე.”

BIM-ის გამოყენება უზრუნველყოფს სრულყოფილი ინფორმაციის არსებობას, რომელიც აუცილებელია შენობის ექსპლუატაციისა და ოპერირების ეტაპზე.

“BIM-ი მნიშვნელოვნად ამარტივებს არა მხოლოდ სამშენებლო პროცესს, არამედ საოპერაციო საქმიანობასაც. ჩვენი თანამშრომლობით, გვინდა BIM-ის საჭიროება დავანახოთ არამხოლოდ უშუალოდ მშენებლობაში ჩართულ მხარეებს, არამედ დამკვეთებსაც.” – აცხადებს სამშენებლო კომპანია ანაგის დირექტორი, ირაკლი გოგოლიშვილი.

ამშენებლო სფეროს ლიდერი კომპანიები ანაგი, არტსტუდიო პროექტი და სიემსი უკვე მეორედ აერთიანებენ ძალებს BIM-ის პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოს სამშენებლო სექტორში სტანდარტებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით გასული წლის შემოდგომაზე კომპანიების პარტნიორობით საქართველოში პირველი საერთაშორისო BIM კონფერენცია ჩატარდა.

UP