ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, აშშ-ს საელჩოსთან ერთად, სადღესასწაულო პიკნიკს უმასპინძლა
6 ივლისს ამერიკის სავაჭრო პალატამ (AmCham Georgia) საქართველოში, აშშ-ს საელჩოსთან ერთად, სადღესასწაულო პიკნიკს უმასპინძლა
ღონისძიება აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის 248 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა. ღონისძიებას 2000-ზე მეტი სტუმარი ეწვია, რომელსაც აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანი და AmCham-ის პრეზიდენტი ირაკლი ბაიდაშვილი დახვდნენ.
AmCham Georgia 260-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს, რომელთა შორის სიემსი ამ ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი იყო.