UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონი ბათუმში
20 516 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი და ყველასგან გამორჩეული არქიტექტურა — UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტადიონი ბათუმში. სტადიონის არქიტექტურა შთაგონებულია ცეკვა ხორუმის მოტივებით. ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესის მართვა სიემსის გუნდისთვის განსაკუთრებულად საამაყო იყო, რადგან ამ პროექტის რეალობად ქცევა ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ნიშნავდა. 2022 წელს FIABCI-ის Prix Excellence ჯილდოც მოიპოვა „საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის” ნომინაციაში.
სიემსის მიერ შეთავაზებული გადაწყვეტილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი ლოჟის მოდიფიკაციაზე UEFA-ს საერთაშორისო სტანდარტებში გაიწერა.
სტანდარტულად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გამოყოფილ ლოჟაში არ იყო განკუთვნილი თანმხლები პირის ადგილი და მათ მატჩის დროს სივრცის დატოვება უწევდათ. სიემსიმ შესთავაზა თანმხლები პირებისთვის დამატებითი სივრცის შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობების პირებთან დასარჩენად.
ეს ინოვაციური გადაწყვეტილება იმდენად მოეწონათ UEFA-ში, რომ ის მყისიერად დაინერგა საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციის განახლებულ სტანდარტებში და მას შემდეგ ყველა ახალი სტადიონის შშმ პირთა ლოჟაშია გათვალისწინებული.
CMC SCOPE
ამ გამორჩეული სამშენებლო პროექტისთვის სიემსიმ განახორციელა სამშენებლო მოედნის მენეჯმენტი და ყველა დისციპლინის ქმედებების ზედამხედველობა, იმისათვის რომ მოეხდინა სამშენებლო პროექტის დადგენილ ვადებთან, გეგმებთან და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი.
- მშენებლობის ზედამხედველობა