ლახამი ჰესი

ინფორმაცია პროექტის შესახებ
დასახელება: ლახამი ჰესი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სტატუსი: დასრულებული
ფართი: 9 000 m²
Share:

ლახამი ჰესი

სვანეთში, სოფელ ჭუბერში მდებარე ლახამი ჰესის წლიური გამომუშავება 80 მილიონი კვტ/სთ-ია. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 25 მილიონი დოლარი შეადგინა. ლახამი ჰესი ორი წყალმიმღებისგან შედგება, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 16 მეგავატია. ლახამი ჰესი წარმოადგენს დერივაციული ტიპის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადს (ლახამი 1 ჰესი, დადგმული სიმძლავრით 6,4 მგვტ და ლახამი 2 ჰესი, დადგმული სიმძლავრით 9,5 მგვტ). ორივე ჰესზე მოწყობილია მიწისზედა ჰესის შენობები და ორივე წყალმიმღებთან – ვერტიკალური ჭრილის თევზსავალები, რომლის დანიშნულებაა ადგილობრივი თევზის გატარება ჰიდროკვანძის ქვედა ბიეფიდან ზედა ბიეფში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სიემსიმ“ განახორციელა პროექტის ბიუჯეტირება და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების პროექტის რევიზია.

სიემსის მომსახურება

აღნიშნული პროექტისთვის სიემსიმ მოამზადა ბიუჯეტირება და საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია საქართველოს ბანკისთვის. 

ბიუჯეტირების მომსახურება მოიცავდა ფინანსური დოკუმენტის შექმნას, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ სახსრებს პროექტის განსახორციელებლად.

საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია მოიცავდა საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შეფასებას და მათი ანალიზს პროექტის მოთხოვნებსა და დისციპლინებს შორის შესაბამისობაზე.

  • საპროექტო დოკუმენტაციის რევიზია
  • ბიუჯეტირება
UP