საქართველოს ბანკის სათაო ოფისი

ინფორმაცია პროექტის შესახებ
დასახელება: საქართველოს ბანკის სათავო ოფისი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სტატუსი: დასრულებული
ფართი: 7500 m²
Share:

საქართველოს ბანკის სათავო ოფისი

საბჭოთა არქიტექტურის უნიკალური ნიმუშისთვის, რომელიც BBC-მ ულამაზესი ბრუტალისტური შენობების 10-ეულში დაასახელა, სიემსიმ პროექტის სრული მენეჯმენტი უზრუნველყო. ამჟამინდელი საქართველოს ბანკის სათაო ოფისი 1975 წელს აშენდა და მასში საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო იყო განთავსებული, 2007 წელს კი შენობას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. პროექტის მთავარი გამოწვევა შენობის თანამედროვე MEP სისტემით აღჭურვა და ამავდროულად მისი ისტორიული იერსახის უცვლელად შენარჩუნება იყო.

სიემსის მომსახურება

ამ შთაბმეჭდავი პროექტისთვის, რომელიც კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს, სიემსიმ პროექტის მენეჯმენტი უზრუნველყო:

  • დიზაინ მენეჯმენტი
  • ტენდერების მართვა
  • მშენებლობის მართვა
  • ხარისხის კონტროლი
  • ღირებულების ოპტიმიზაცია
  • ბიუჯეტირება და გეგმა-გრაფიკის მართვა
  • რისკების მართვა
  • შრომის უსაფრთხოება
  • კონტრაქტების მართვა
  • დოკუმენტების მართვა
UP