სიემსი მსოფლიო რუქაზე
სიემსი პირველი ქართული პროექტების მართვის კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გაფართოვდა.
2020 წელს სიემსის გუნდმა, CMC International დაარსა და გახსნა ფილიალები სომხეთსა და ხორვატიაში. სიემსი უმსხვილესი ევროპული მშენებლობის მენეჯმენტ კომპანია KVL-ის პარტნიორია. მათთან ერთად ჩვენ ვმართავთ რამდენიმე საერთაშორისო პროექტს სომხეთსა და სერბერთში.
ჩვენი მიმდინარე საერთაშორისო პროექტებია:
დალან ტექნოპარკი ერევანში, სომხეთი – 150 000 კვ.მ. ფართოს მქონე რეგიონული მასშტაბით უმსხვილესი მულტიფუნქციური, ტექნოლოგიური ცენტრია. 2.6 ჰექტარ ფართობზე განლაგებული ACBA ბანკის ახალი სათაო ოფისი ერევანში, რომლის სრულ პროექტის მენეჯმენტს სიემსი უზრუნველყოფს.
მსოფლიო მასშტაბით გაფართოება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზანია, რის ფარგლებშიც სიემსის დაგეგმილი აქვს სამომავლო პროექტები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, გერმანიასა და უზბეკეთში.