შპს „სიემსის“-ის ინტეგრირებული მართვის სისტემის (IMS) პოლიტიკა

  • მთავარი
  • შპს „სიემსის“-ის ინტეგრირებული მართვის სისტემის (IMS) პოლიტიკა

 

 

ხარისხი | გარემოს დაცვა | ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

  1. ჩვენი ხედვა და ვალდებულება

შპს „სიემსი“-ში (შემდგომში – „კომპანია“) მიგვაჩნია, რომ სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში მუდმივი გაუმჯობესება განუყოფელია ჩვენი თანამშრომლების, პარტნიორებისა და გარემოს წინაშე არსებული პასუხისმგებლობისგან. ჩვენი ინტეგრირებული მართვის სისტემა (IMS) წარმოადგენს კომპანიის საქმიანობის საფუძველს და უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდებას უსაფრთხო, ინციდენტებისგან თავისუფალ გარემოში, ბუნებრივ რესურსებზე მინიმალური ზემოქმედების პირობებში.

  1. ძირითადი პრინციპები

მაღალი სტანდარტები და ხარისხი: ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურებას, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის მოლოდინს და სრულად შეესაბამება ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტს.

ნულოვანი ზიანისკულტურა: ჩვენი მიზანია ნულოვანი ტრავმატიზმი და ნულოვანი ინციდენტი. გვწამს, რომ ყოველი უბედური შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია სიფხიზლის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) უპირობო გამოყენებისა და რისკების პროაქტიული მართვის გზით.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა: ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავიცვათ გარემო, მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება და მოვახდინოთ რესურსების ოპტიმიზაცია პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე.

ინოვაცია და პროგრესი: ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე მიდგომებს მართვის სისტემებისა და ოპერაციული ეფექტურობის მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

  1. სტრატეგიული მიზნები

დასახული ხედვის მისაღწევად, კოპმანია აყალიბებს შემდეგ მიზნებს ორგანიზაციის ყველა დონეზე:

მომხმარებელზე ორიენტირებულობა (ISO 9001):

დამკვეთებთან ეფექტური და მჭიდრო კომუნიკაციის უზრუნველყოფა მათი საჭიროებების, მოლოდინებისა და ბაზრის გამოწვევების უკეთ გასაგებად, აგრეთვე გამჭვირვალე, ეფექტური და ხარისხზე ორიენტირებული მართვის პროცესების დანერგვა და განხორციელება.

ლიდერობა შრომის უსაფრთხოებაში (ISO 45001):

  • უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
  • PPE პოლიტიკის აღსრულება, როგორც ობიექტზე დაშვების აუცილებელი (სავალდებულო) პირობა.
  • უსაფრთხოების, როგორც საერთო პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვა, რაც გამყარებულია რეგულარული ტრენინგებითა და პერსონალური პასუხისმგებლობით.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა (ISO 14001):

  • სამშენებლო მართვის პროცესში გარემოზე ზემოქმედების იდენტიფიცირება და მისი მინიმუმამდე შემცირება.
  • გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკებთან სრული შესაბამისობა.
  • პროფესიული განვითარება და ეთიკა: თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ზრდა და პროფესიული ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და პატიოსნების პრინციპების უპირობო დაცვა.
  1. 4. მუდმივი გაუმჯობესება და შესაბამისობა

კომპანია უზრუნველყოფს მოცემული პოლიტიკის რეალიზებას შემდეგი მექანიზმებით:

  • სამართლებრივი შესაბამისობა: ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, რეგულაციებისა და სამშენებლო ნორმების მკაცრი დაცვა.
  • მონიტორინგი და შეფასება: გაზომვადი მიზნების დასახვა და რეგულარული შიდა აუდიტის ჩატარება პროცესების ეფექტურობის გასაანალიზებლად.
  • ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა: კომპანიის მენეჯმენტი გამოყოფს საჭირო რესურსებს ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირებისთვის და ყოველწლიურად გადახედავს პოლიტიკას მისი აქტუალობის უზრუნველსაყოფად.
UP