იბის ბაჯეტ თბილისი ცენტრი

ინფორმაცია პროექტის შესახებ
დასახელება: იბის ბაჯეტ თბილისი ცენტრი
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
სტატუსი: დასრულებული
ფართი: 4 650 m²
დასრულების თარიღი: 2022
Share:

იბის ბაჯეტ თბილისი ცენტრი

2022 წლის გაზაფხულზე გახსნილი 158 ნომრისგან შემდგარი ბიუჯეტური კლასის სასტუმროს სამშენებლო ფართია 4 650 მ². IBIS BUDGET ფრანგული სასტუმროების ქსელის, სტუმარმასპინძლობის სექტორში ლიდერი ჯგუფის ACCOR-ის ნაწილია და ქალაქის ძველ, ისტორიულ უბანშია განთავსებული. ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია თავდაპირველი შენობის ავთენტური აგური. დაჟანგული სპილენძის დეტალები კი, რომელიც შენობის ზედა ნაწილზეა დამონტაჟებული, ხაზს უსვამს მის თანამედროვე სტილს.

სიემსის მომსახურება

იბის ბაჯეტ თბილისი ცენტრისთვის სიემსიმ სრული პროექტის მენეჯმენტის მომსახურება უზრუნველყო:

  • დიზაინ მენეჯმენტი
  • ტენდერების მართვა
  • მშენებლობის მართვა
  • ხარისხის კონტროლი
  • ღირებულების ოპტიმიზაცია
  • ბიუჯეტირება და გეგმა-გრაფიკის მართვა
  • რისკების მართვა
  • შრომის უსაფრთხოება
  • კონტრაქტების მართვა
  • დოკუმენტების მართვა
UP